ანრი ოხანაშვილი - სარალიძესთან მიმართებით, ოპოზიციის მხრიდან მანიპულირებას ჰქონდა ადგილი და ამ ადამიანს შეუქმნეს შთაბეჭდილება, თითქოს ვიღაცამ არ იმუშავა სათანადოდ

ზაზა სარალიძესთან მიმართებით, ოპოზიციის მხრიდან მანიპულირებას ჰქონდა ადგილი და ამ ადამიანს შეუქმნეს შთაბეჭდილება, რომ თითქოს ვიღაცამ არ იმუშავა სათანადოდ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, ის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პროკურატურის პოზიცია სრულად არ გაიზიარა, არ ნიშნავს, რომ პროკურატურა შეცდა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ისწავლოს და მოთმინებით დაელოდის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებს.

„თანაგრძნობას ვუცხადებ ზაზა სარალიძეს. ყველა უნდა მივეჩვივოთ იმას, რომ არსებობს სამართალი და კანონები. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის მკვლელი, ცნობილია მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი და მეორე პირიც, რომელიც იყო ბრალდებული. სასამართლომ რომ არ გაითვალისწინა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ასე არ არის. აქ ოპოზიციის მხრიდან მანიპულირებას ჰქონდა ადგილი და ამ ადამიანს შეუქმნეს შთაბეჭდილება, რომ თითქოს ვიღაცამ არ იმუშავა სათანადოდ. ამის ფონზე ჩვენს მიერ მომზადებულ დასკვნაში ჩავწერეთ, რომ საგამოძიებო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზები. დაველოდოთ შემდგომ ინსტანციებს, უნდა მიეჩვიოს ჩვენი საზოფგადობა ამას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "სარალიძესთან მიმართებით, ოპოზიციის მხრიდან მანიპულირებას ჰქონდა ადგილი" - ანრი ოხანაშვილი

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს