უეს მიტჩელი - როგორ წარიმართება ახალი კონსტიტუციის ამოქმედების პროცესი გვაჩვენებს, რამდენად არის საქართველო ძალაუფლების გადანაწილების პრინციპის ერთგული

დღეს, კიდეზე მყოფი ქვეყნების- უკრაინის, საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა წარმოადგენს ყველაზე სარწმუნო ბასტიონს რუსეთის ნეოიმპერიალიზმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უეს მიტჩელმა „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

მიტჩელის თქმით, ისტორიულად, ძლიერი დემოკრატიები პატარა ქვეყნების უფლებებს იცავდნენ პრინციპების და ინტერესის საფუძველზე, მაშინ, როდესაც დიდი ავტორიტარული ქვეყნები მათ მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ.

„ჩვენ ვდგავართ საქართველოსა და უკრაინის გვერდზე, და ეს ფაქტი დავადასტურეთ მათთვის დახმარების და შეირაღების მიწოდებით. ამერიკა აგრძელებს დახმარებას მათთვის, ვინც საკუთარ თავს ეხმარება თავისუფლებისთვის ბრძოლაში. საქართველო ნატო-ს ასპირანტ ქვეყნებს შორის რეფორმების კუთხით ყველაზე წარმატებულია, თუმცა ვაშინგტონი აკვირდება დემოკრატიული პროცესების განვითარებას. საქართველომ უფრო მეტ პროგრესს მიაღწია თავდაცვის განვითარების კუთხით, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ასპირანტმა ქვეყანამ უახლოეს წარსულში. ეს პროცესი ერთ ღამეში არ დასრულდება. საჭიროა რეფორმების გაგრძელება, მათ შორის თავდაცვის სექტორში. თუმცა ჩვენ ვრჩებით ღია კარის პოლიტიკის ერთგული“, - თქვა მიტჩელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, რომ შეერთებული შტატები აკვირდება საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლის პროცესს.

„როგორ წარიმართება ახალი კონსტიტუციის ამოქმედების პროცესი, რომელიც ძალაში მომავალ წელს შედის გვაჩვენებს იმას, თუ რამდენად არის ერთგული საქართველო ძალაუფლების გადანაწილების პრინციპის და რეფორმების პროცესისადმი“, - თქვა მიტჩელმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს