პოლიციის სამმართველოსთან „გირჩის“ დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერები და ახლობლები იკრიბებიან

პოლიციის სამმართველოსთან „გირჩის“ დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერები და ახლობლები იკრიბებიან. პოლიციის სამმართველოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი რეზო აჭარაძე იმყოფება, რომელიც ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებს იცავს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში ნებაყოფლობით გაყვა. შს სამინისტროში განმარტავენ, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, მას პოლიციამ ნებაყოფლობით გაყოლა შესთავაზა, რაზეც ჯაფარიძემ თანხმობა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის „დედაენის“ ბაღში სულ 11 პირი დააკავეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს