თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ბულვარში ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და სანაპირო ზოლის მოწყობის კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრო

ბათუმის ბულვარში ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და სანაპირო ზოლის მოწყობის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.

რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას შშმ პირებისთვის თანაბარი გარემოს შექმნის, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა შეიქმნას ადაპტირებული გარემო ბაღებში, სკოლებში, სამუშაო ადგილებსა თუ საჯარო სივრცეში. დღევანდელი საღამოც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თითოეულ შშმ პირს აუცილებელია ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა, იგრძნოს თავი საზოგადოებაში ჩართულად და იყოს ინტეგრირებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავნერგოთ ის სიახლეები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის შესრულებას. ეს პირველ რიგში გულისხმობს მასწავლებლების, ინსტრუქტორების გადამზადებას, რათა მათ ჰქონდეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები შშმ პირებთან მუშაობისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის და ამ კუთხით მართლაც უფრო მეტია გასაკეთებელი. მინდა გისურვოთ წარმატებები და ასევე მოგცეთ პირობა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ ჩვენი საჯარო სივრცეები ვაქციოთ ადაპტირებულ გარემოდ“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

„ბათუმის ბულვარის“ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შშმ პირები ესწრებოდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს