ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაყვანილი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციის სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ის სამმართველოში შეამოწმეს და მისი პირადი ჩხრეკა ჩაატარეს.

„სკურპულოზურად ჩაატარეს ჩემი პირადი ჩხრეკა. ტანსაცმლის ყველა კუთხე-კუნჭული შეამოწმეს, მათ შორის ფეხსაცმელები და წინდებიც კი. არაფერი არ მქონდა, ვუთხარი, რომ რაც მქონდა ყველაფერი დავარიგე. ამის შემდეგ იყო საკამოდ ვრცელი გამოკითხვა. სისხლის სამართლის საქმე აქვთ აღძრული და ამ გამოძიების ფარგლებში გამომკითხეს დეტალურად, როგორ დავაორგანიზე ფესტივალი, რას ვაპირებდი, „ჯოინთი“ რას ნიშნავს. საბოლოო ჯამში, ეს დაკითხვა იმით დასრულდა, რომ მითხრეს სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, გაგრძელდება გამოძიება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მის საპრეზიდენტო კანდიდატურას ხომ არ ექმნება საფრთხე, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ გამოკითხვის დროს ვიღაცები კორიდორში დარბოდნენ და იძახდნენ ცესკოს შევატყობინოთო.

„წარმოდგენა არ მაქვს ეს რას ნისნავს“, - განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, „მე მგონი ასე მარტივად ვერ მომხსიან“.

შეგახსენებთ, რომ „გიჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი პოლიციის სამმართველოში დღეს „დედაენის ბაღში“ „კანაფის ლეგილიზაციის ფესტივალიდან“ გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა