„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მაგისტრალურ ქსელს სრულად აახლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში 7.4 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების ქსელი იცვლება და ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება. ამასთან, პროექტის ჯამური ღირებულება 3. 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მნიშნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია - შეცვლილია 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ხვალ, 22 ოქტომბერს განახორციელებს.

„გადაერთების სამუშაოების მიმდინარეობისას, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 22 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 23 ოქტომბრის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება ისანი-სამგორის რაიონში მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ქეთევან წამებულის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდებათ .

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებ-გვერდის მეშვეობით - www.gwp.ge“, - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს