სალომე ზურაბიშვილი - ქალი პრეზიდენტის დრო მოვიდა - ზოგჯერ, რაღაც პერიოდები არის ისტორიაში, როცა ქალებს მეტი შეუძლიათ

მინდა ამ 6 წლის ბოლოს, ჩემი და თქვენი ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ იმას, ყველა მოქალაქე ამბობდეს, რომ ამ ქვეყანაში მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გლდანში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, დროა საქართველოში ქალი იყოს პრეზიდენტი.

„ხმა მიეცით თუ ხმალიო ვერ გავიგე და ხმალიც მინდა და ხმაც. დრო მოვიდა ქალი პრეზიდენტის. დრო მოვიდა, იმიტომ, რომ ზოგჯერ, რაღაც პერიოდები არის ისტორიაში, როცა ქალებს მეტი შეუძლიათ. სხვა პერიოდებია, როცა აუცილებელი არის მამაკაცი იყოს ქვეყნის სათავეში. რატომღაც, ქალური ინტუიციით, მემგონი, ეს დრო მოვიდა, რადგან გველოდება გარდამავალი პერიოდი. ახლა უნდა დავდგეთ ფეხზე, როგორც თანამედროვე სახელმწიფო",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება" უჭერს.

იხილეთ ვიდეო: "ქალი პრეზიდენტის დრო მოვიდა - ზოგჯერ, რაღაც პერიოდები არის ისტორიაში, როცა ქალებს მეტი შეუძლიათ" - სალომე ზურაბიშვილი

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს