წინასწარი ინფორმაციით, რუსთავში, სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის მე-19 მიკრო რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი ავტოფარეხის დემონტაჟის დროს აფეთქდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადებს, ძლიერი აფეთქების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მათივე ინფორმაციით, აფეთქებამ რამდენიმე ავტომობილი დააზიანა და საცხოვრებელ კორპუსში ბინების შუშები ჩამოიმსხვრა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები.

იხილეთ ვიდეო: რუსთავში კორპუსის ეზოში, სავარაუდოდ გაზის ბალონი აფეთქდა. არიან დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს