ილია მეორე - ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა სიმართლე და სიყალბე ექიშპებიან ერთმანეთს - ადამიანს უჭირს გაიგოს, სად არის სიმართლე და სად სიყალბე

გულის სიწმინდე და სიწრფელე ყველაფერში უნდა ჰქონდეს ადამიანს. არ უნდა იყოს, რომ ერთი თქვას, მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

ილია მეორემ ცხოვრების სირთულეზე და ამ კონტექსტში სიმართლესა და სიყალბეზე იქადაგა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა სიმართლე და სიყალბე ექიშპებიან ერთმანეთს. ადამიანს უჭირს გაიგოს სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე. მაგრამ, ადამიანმა უნდა გაიგოს წმინდა პავლე მოციქული ამბობს, შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება. აი, ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ.

სიმართლე ღვთისაგან მოდის. ღმერთი აძლევს გაგებას სიმართლისა. ურჯულოება ბოროტისაგან არის და ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენ რას მივიღებთ სიმართლეს თუ ურჯულოებას.

ღმერთმა ინებოს, რომ განიწმინდოს ჩვენი გონება, გული.

წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ხშირად ამბობს გულის შესახებ. გულის სიწმინდე და სიწრფელე ყველაფერში უნდა ჰქონდეს ადამიანს. არ უნდა იყოს, რომ ერთი თქვას, მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს.

მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ყველა დაგვაჯილდოვოს გულის სიწმინდით", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

იხილეთ ვიდეო: "გულის სიწმინდე და სიწრფელე ყველაფერში უნდა ჰქონდეს ადამიანს" - ილია მეორე

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო