ანრი ოხანაშვილი - დასამალი არაფერი გვაქვს, გავასაჯაროვებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ იქნება

დასამალი არაფერი გვაქვს, გავასაჯაროვებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ იქნება, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პროკურატურის მიერ მირზა სუბელიანთან დაკავშირებული საუბრის სრული ვერსიის გასაჯაროებას.

ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და ამიტომ გადაწყვიტა პროკურატურამ ჩანაწერის სრული ვერსიის გასაჯაროება.

„ეს ის ვერსიაა, რომლის კომპრომეტირებას “რუსთავი 2“ ცდილობს. მოვუწოდებ, მათაც გაასაჯაროვონ სრული ვერსია და ნუ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იმით, რომ ისინი ნაწილ-ნაწილ მოდელირებულად, კონტექსტის დამახინჯებით ცდილობენ ამ ყველაფრის ეთერში გაშვებას. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. გავასაჯაროვებთ ყველაფერს, რაც კი ჩვენს ხელთ იქნება. პროკურატურა იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ესაა საკითხი, რომელიც საზოგადოების ინტერესის სფეროა, ყველა ამ საკითხს უნდა გაეცეს პასუხი. საქართველოს პარლამენტს ეს საკითხი პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ჩანაწერის იმ ნაწილს, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის სავარაუდო მოსყიდვაზეა საუბარი, ოხანაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიას, კერძოდ, უმრავლესობის წარმომადგენლებს მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

„შესაბამისად, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რაზეც არ გაგვაჩნია ინფორმაცია. ამ ყველაფრის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, გადამოწმებული უნდა იყოს პროკურატურის მიერ, მათ უნდა იმუშაონ ყველა მნიშვნელოვან ვერსიაზე, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს გარკვეული დანაშაულის ნიშნებზე. ეს საკითხი არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. სამართალდამცავ ორგანოებს მოეთხოვებათ, გასცენ საზოგადოების შეკითხვებს პასუხი მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მოდელირებული, კონტექსტიდან ამოჭრილი ჩანაწერები“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი