რესპუბლიკის მოედანზე საწვავზე ფასების დაკლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე საწვავზე ფასების დაკლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა შემცირდეს ხელოვნურად გაზრდილი ფასები საწვავზე. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ შემდეგი შინაარსის ბანერები: „პროტესტი საწვავის ფასებს".

„შეკრების მთავარი მიზეზი არის საწვავის არარეალურად მაღალი ფასი. მივმართავთ ხელისუფლებას, გააიაფოს აქციზის ფასი.

გვსურს მშვიდობიანი აქცია ჩავატაროთ, რათა შემცირდეს საწვავზე აქციზის ფასი. თუ ეს აქცია შედეგს არ გამოიღებს, უკვე გადამჭრელ ზომებს მივმართავთ“, - განაცხადა აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა ბესიკ აბესაძემ.

აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე საკუთარი ავტომობილებით მივიდნენ.

იხილეთ ვიდეო: რესპუბლიკის მოედანზე საწვავზე ფასების დაკლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს