რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებულ გოგონას თბილისში გადმოიყვანენ

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებულ 9 წლამდე ასაკის გოგონას კლინიკა „რუსთავში" გადაუდებელი ოპერაციის დასრულების შემდეგ, თბილისში საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილით გადმოიყვანენ.

კლინიკასთან იმყოფებიან დაშავებულების ოჯახის წევრები. ადგილზე ასევე იმყოფებიან: ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე და რუსთავის ვიცე-მერი დავით კეკელიძე.

შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია.

„21 ოქტომბერს რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებულ გოგონას თბილისში გადმოიყვანენ

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს