ბათუმში მძღოლები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ

ბათუმში მძღოლები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები ბოლო პერიოდში საწვავის ფასის მნიშვნელოვან ზრდას აპროტესტებენ.

ისინი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიანი აქციების გამართვით იმუქრებიან.

„საწვავის ფასი თითქმის სამი ლარი გახდა, რაც არაადეკვატურია. ვითხოვთ ხელისუფლებისგან რეაგირებას. რატომ უნდა იყოს საწვავი სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან გაცილებით ძვირი,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით გერგედავამ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის აქცია დღეს თბილისშიც გაიმართა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს