დავით ბაქრაძე - საქართველოს არ სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ადამიანებს თავისიანებად და სხვისიანებად, მთაწმინდელებად, თბილისელებად და არათბილისელებად ყოფს

საქართველოს არ სჭირდება კაბინეტში დამჯდარი პრეზიდენტი, რომელიც ზემოდან უყურებს ხალხს და რომელიც ადამიანებს თავისიანებად და სხვისიანებად ყოფს, მთაწმინდელებად, თბილისელებად და არათბილისელებად, სხვადახვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებად, სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერებად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სპორტის სასახლეში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით ბაქრაძემ „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პატივი სცენ „ერთმანეთის განსხვავებებს, ერთმანეთის განსხვავებულ წარსულს, პატივი სცენ და შეუნდონ ერთმანეთს წარსულში დაშვებული შეცდომები“.

„მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ თითოეულ აქტივისტს და თითოეულ მხარდამჭერს - ნუ გეშინიათ, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, ვინ სად იდგა გუშინ, ვინ სად იდგა გუშინწინ, ჩვენ ყველა მოვდივართ ჩვენი წარსულიდან, მაგრამ წარსულმა არ უნდა დაგვინგრიოს მომავალი. ამიტომ, პატივი ვცეთ ერთმანეთის განსხვავებებს, პატივი ვცეთ ერთმანეთის განსხვავებულ წარსულს, შევუნდოთ ერთმანეთს წარსულში დაშვებული შეცდომები, დავდგეთ ერთად და ერთად ავაშენოთ საიმედო ხვალინდელი დღე. საქართველოს დღეს სჭირდება ერთიანობა, ერთობა და საზოგადოების გამთლიანება. საქართველოს არ სჭირდება კაბინეტში დამჯდარი პრეზიდენტი, რომელიც ზემოდან უყურებს ხალხს და რომელიც ადამიანებს თავისიანებად და სხვისიანებად ყოფს, მთაწმინდელებად, თბილისელებად და არათბილისელებად, სხვადახვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებად, სხვადასხვა პარტიის მხადამჭერებად, ასეთი პრეზიდენტი ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს, ჩვენ გვჭირდება ხალხის პრეზიდენტი, ყველას პრეზიდენტი და ასეთი არჩევანი უნდა გავაკეთოთ 28 ოქტომბერს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს