გიგა ბოკერია - მირზა სუბელიანთან დაკავშირებულმა ჩანაწერებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტები დაადასტურა

მირზა სუბელიანთან დაკავშირებულმა ჩანაწერებმა ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტები დაადასტურა, რომ ხელს აფარებდნენ კონკრეტულ მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებს და ეს ყველაფერი სუბელიანის გამო ხდებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგამოძიებო კომისიის წევრმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

„ჩანაწერებმა უფრო თვალნათლივ დაგვანახა ცინიზმი, სრული უპასუხისმგებლობა საზოგადოების და მართლმსაჯულების მიმართ, რაც ივანიშვილის გუნდს ახასიათებს. ის, რაც მათ ახასიათებთ, არის კორუფცია, ნეპოტიზმი, ორგანიზებული დანაშაულისა და მაფიისთვის დამახასიათებელი მმართველობის ფორმა“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო: "მირზა სუბელიანთან დაკავშირებულმა ჩანაწერებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტები დაადასტურა" - გიგა ბოკერია

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს