სანდრა რულოვსი - მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, უსწრაფესად უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბათუმში ამომრჩევლებს შეხვდა. საზაფხულო თეატრში შეკრებილ მოქალაქეებს გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

გრიგოლ ვაშაძემ მიხელ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აჭარაში განხორციელებული პროექტები გაიხსნა და აღნიშნა, რომ „მმართველმა გუნდმა ბათუმი დააპაუზა, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი საცხოვრებელ კორპუსებად აქცია“.

საზაფხულო თეატრში შეკრებილ ამომრჩევლებს სანდრა რულოვსმა, მურმან დუმბაძემ, ლევან ვარშალომიძემ და გიორგი ვაშაძემ მიმართეს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები იმედოვნებენ, რომ „ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს რეიტინგი არ აქვს და ხალხი ხმას არ მისცემს.

სანდრა რულოვსის თქმით, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

„განადგურების თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა გვაქვს, ეს არის დემოკრატიული არჩევნები 28 ოქტომბერს, რის შემდეგაც ძალიან მალე უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნებიც. მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, უსწრაფესად უნდა მოხდეს ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც, რის შემდეგაც "ქართული ოცნება" გაიქცევა ქვეყნიდან, შეიძლება მარტო კობახიძე დარჩეს,"- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს