ტაივანში სარკინიგზო ავარიას 22 ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანში, მსხვილი სარკინიგზო ავარიის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა და 171 დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გარდაცვლილთა შორის, ბოლო ინფორმაციით, მხოლოდ ერთია უცხოელი, კონკრეტულად კი აშშ-ის მოქალაქე.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ავარიას, ბოლო 37 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური უწოდა.

მატარებელი ქალაქ შულინიდან ტაიდუნისკენ მიემართებოდა. ავარიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ავარიის დროს მატარებელში 366 ადამიანი იმყოფებოდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს