ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების  საპარლამენტო ზედამხედველობაზე ისაუბრა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ ერთობლივად ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრის თემას წარმოადგენდა “ეფექტური საპარლამენტო კონტროლი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე”.

ეკა ბესელიამ ისაუბრა საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, მიმოიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების რეკომენდაციები და სამომავლო ნაბიჯები.

2016 წელს ეკა ბესელიამ მოამზადა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ცვლილებით შეიქმნა პარლამენტის ზედამხედველობის მექანიზმი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის კუთხით.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის – „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ – ფარგლებში, ბორჯომში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის, იუსტიციის სამინისტროს, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.​

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს