ირაკლი კიკნაველიძე - „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ოქუაშვილმა გადაწყვიტა ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს

„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს, - ამის შესახებ განცხადება პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი კიკნაველიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ამ საკითხზე პრობლემა მას უნდა ჰქონდეს, ვინც ოქუაშვილისგან გმირობას ელოდა.

„ოქუაშვილის ბოლო კვირების საქმიანობამ ჩვენ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა იმ სისტემური კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში არსებობს. ჩვენ ძალიან დასაფასებელი ინფორმაცია მივიღეთ და ეს იყო ერთ-ერთი გარღვევაც კი. დადასტურდა ის ეჭვი, რაც არსებობდა ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. ჩვენ არც არასდროს არ ველოდით ოქუაშვილის მიმართ მაღალ მოქალაქეობრივ პოზიციებს. გასაგებია, რომ ამ სიტუაციაშიც მან გადაწყვიტა ხელისუფლებასთან ახალი თანამშრომლობის დაწყება, თუმცა ეს არ ცვლის იმ ინფორმაციის არსს, რაც მისგან გავიგეთ. თავისთავად, პრობლემა იმას უნდა ჰქონდეს, ვინც ოქუაშვილისგან გმირობას ელოდა, ჩვენ გმირობას არ ველოდით, ის იყო ძალიან ძლიერი მამხილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ მან გადაწყვიტა, რომ ახლა უკვე სხვა გზით ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან“, - აღნიშნა კიკნაველიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტში მილიონი ლარის გადახდის შემდეგ „ომეგა ჯგუფმა“ წარმოება განაახლა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს