კახა კალაძე - „ომეგა ჯგუფმა" საბიუჯეტო დავალიანების გადახა დაიწყო, შესაბამისად, მუშაობა გააგრძელა

„ომეგა ჯგუფმა" საბიუჯეტო დავალიანების გადახა დაიწყო, შესაბამისად, მუშაობა გააგრძელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "ომეგა ჯგუფის" წარმოების განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"საბიუჯეტო დავალიანების გადახდა, კომპანიამ დაიწყო. თუ არ ვცდები რამდენიმე მილიონია უკვე გადახდილი. შესაბამისად, მუშაობა გააგრძელა. ჩვენთვის ბიზნესი მნიშვნელოვანია, ბიზნესი არის სფერო, რომელიც ქვეყანაში ქმნის კეთილდღეობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, ადამიანებს ასაქმებს. ის მიდგომები, რომელიც ხელისუფლებას აქვს ბიზნესის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას", - განაცხადა კალაძემ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ომეგა ჯგუფი“ ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს უახლოესი დღეების განმავლობაში.

„26 ოქტომბერს, კომპანია „ოჯთ“-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ,,ოჯთ"-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის, რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა. ასევე, ,,ოჯთ"-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე - "ომეგა ჯგუფმა" საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო, შესაბამისად, მუშაობა გააგრძელა

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს