ირაკლი კობახიძე - ოქუაშვილს არ გამოუვიდა სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდება და ახლა ლოგიკურია, რომ მან ვალის გადახდა დაიწყო

ზაზა ოქუაშვილს არ გამოუვიდა სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდება და ახლა ლოგიკური იყო, რომ მან ამ ვალის გადახდა დაიწყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ადამიანი ვალდებულია გადასახადები გადაიხადოს. „სპექტაკლი ჩავარდა. ერთ-ერთი სპექტაკლი დაკავშირებული იყო სწორედ ოქუაშვილთან, რომელიც ცდილობდა ამ სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდებას, ჩავარდა ეს სპექტაკლი და ახლა ლოგიკური იყო, რომ მან დაიწყო საკუთარი ვალის გადახდა. მას არ გამოუვიდა ვალისგან თავის არიდება ამ სპექტაკლის მეშვეობით, რომელიც იყო დადგმული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ნიკა გვარამიასთან ერთად და შედეგი სახეზეა. ყველა ადამიანი არის ვალდებული, რა თქმა უნდა, გადაიხადოს გადასახადები და ეს არის, ბუნებრივია, ოქუაშვილის ვალდებულებაც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ომეგა ჯგუფმა“ ბიუჯეტში მილიონი ლარი გადაიხადა და ქარხანამ მუშაობა დაიწყო.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს