დეკანოზი  მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო კანაფის კულტივაციის თემაზე კონსულტაციებში მონაწილეობას არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს

კანაფის კულტივაციის თემაზე კონსულტაციებში მონაწილეობას საპატრიარქო არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მისივე თქმით, კანაფის კულტივაციის თემაზე ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსთან კონსულტაციები აღარ განახლებულა.

დეკანოზის განცხადებით, საპატრიარქომ თავიდანვე დააფიქსირა, რომ კანაფის კულტივაციის თემაზე კონსულტაციებს ხელისუფლებასთან არ გამართავდნენ და ისინი ამ პოზიციაზე რჩებიან. მამა მიქაელის განცხადებით, საპატრიარქოს წარმომადგენლების ჯგუფი პარლამენტთან მხოლოდ მარიხუანის რეგულაციების საკითხებზე იმუშავებს.

„ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან საკითხი დახურულია. რაც შეეხება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციებს, ეს სფერო ისედაც რჩება ჩვენს ინტერესში და მას აუცილებლად მივადევნებთ თვალს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარება ნებადართულია და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით ნაკლებად უნდა დაზიანდეს საზოგადოება“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია