დიმიტრი ხუნდაძე -   მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი მარიხუანას პლანტაციებს არ გულისხმობდა და სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებებისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო კანონპროექტის განხილვა აღარ უნდა მოხდეს.

„მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი შეიცავს ორ ნაწილს. პირველი, მკაცრი რეგლამენტაცია, რასაც მე მყარად მხარს ვუჭერ და აუცილებელია, რომ დაგვეწესებინა მკაცრი რეგლამენტაციები მარიხუანასთან დაკავშირებით. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ მოხმარების ადგილები უნდა ყოფილიყო მკაცრად გაწერილი, ასევე უნდა ყოფილიყო ასაკობრივი ცენზი. საზოგადოების ინფორმირება არასწორად მოხდა, ეს არ იყო პლანტაციების გაშენება, როგორც ჩვენმა ოპონენტებმა გაავრცელეს, აქ იყო მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციის დამზადებაზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ, რადგან საზოგადოებისათვის ეს ნაწილიც მიუღებელია, კანონპროექტი უნდა გაიწვიონ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია