მირიან წიკლაური - კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა არჩევნებზე პოზიტიურ გავლენას აუცილებლად იქონიებს

„ქართული ოცნების" დეპუტატი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დადებით გავლენას მოახდენს. როგორც წიკლაურმა "ქართული ოცნების" ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოების დაკვეთაა, აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა, რაც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

„კანაფის კულტივაცის კანონპროექტის გაწვევა არჩევნებზე პოზიტიურ გავლენას აუცილებლად იქონიებს. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, დაკვეთა და კარგია, როდესაც ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნას ითვალისწინებს, გადაწყვეტილებას იღებს ისე, როგორც ამას მისი ამომრჩეველი მოითხოვს", - განაცხადა წიკლაურმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის გაწვევით არჩევნების მეორე ტურამდე მმართველი პარტიის ამომრჩეველთა რიცხვი გაიზრდება.

„ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად გაზრდის „ქართული ოცნების" რეიტინგს",- განაცხადა წიკლაურმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია