პატრიარქის მდივანი - ხელისუფლების წევრებმა განაცხადეს, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტს გაიწვევენ, არგუმენტად დაასახელეს, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია და ეკლესიის პოზიცია

ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში, - ამის შესახებ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, ხელისუფლება უკან გაიწვევს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს, არგუმენტად კი დაასახელეს, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია.

"ის, რომ ხელისუფლებამ იცოდა ჩვენი პოზიცია ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენთან კიდევ ერთხელ გაევლო კონსულტაციები და მის უწმინდესობასთან ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები შეხვედრაზე მობრძანდნენ. ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში და ის ძალისხმევა, რომელსაც ეკლესია აქამდე ახორციელებდა და არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიები, რომლებიც კანაფის კულტივაციას მხარს არ უჭერდნენ. პატრიარქთან მათ განაცხადეს, რომ უკან გაიწვევენ კანონპროექტს. არგუმენტად დაასახელეს, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია და ეკლესიის პოზიცია, რომ ისინი ანგარიშს გაუწევენ ამ ყველაფერს", - განაცხადა დეკანოზმა.

იხილეთ ვიდეო: "ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში" - სასულიერო პირები კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას აფასებენ

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია