დიმიტრი ხუნდაძე  პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის საკითხის გაწვევისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევისთვის მადლობას უხდის. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ეს იყო სალომე ზურაბიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რათა არ გადადებულიყო კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა.

„ქართული ოცნების“ თემატურ ჯგუფთან შეხვედრისას ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დააყენა მოთხოვნა, რომ კანონპროექტი კანაფის კულტივაციის შესახებ დღესვე ყოფილიყო გაწვეული. საზოგადოებამ იცის ჩემი მკაცრი დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეხებოდა კანაფის კულტივაციას მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარებისთვის, საზოგადოებისთვის მაინც მიუღებელი აღმოჩნდა. ხელისუფლებამაც ვერ შეძლო ხალხისთვის სწორად აეხსნა ვითარება, რაც კარგად გამოიყენეს ოპონენტებმა. საზოგადოებას შეუძლია ირწმუნოს, რომ მათთვის მიუღებელ კანონპროექტს არც მომავალში მიიღებს საქართველოს პარლამენტი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია