ზაზა ოქუაშვილი - დასაჭერია ივანიშვილი, მაგრამ ვინ უნდა დაიჭიროს, გახარიამ?!

ზაზა ოქუაშვილი ბიზნეს რეკეტით დაკავებული ყველა პირის დასჯას ითხოვს. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ პირველ რიგში ეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც შს მინისტრი გიორგი გახარიაა, ეს ვერ მოხდება.

„აუცილებლად პასუხი აქვს საგები ყველა იმ ფეოდალს, ვინც ამ ფეოდალურ კრიმინალურ რეკეტში მონაწილეობს. დასაჭერია პირველ რიგში ივანიშვილი. მაგრამ ვინ უნდა დაიჭიროს, გახარიამ?! ყველამ უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ზაზა ოქუაშვილმა დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ აიძულებდნენ „ტელეიმედთან“ ყალბი ინტერვიუს მიცემას, სადაც იტყოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა დაავალეს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ეს ინტერვიუ ეთერში არ გავიდა, ზაზა ოქუაშვილს "ომეგა ჯგუფის" ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარი უთხრეს.

აღნიშნულ ინფორმაცია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს