ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად სათათბიროდ გავიდნენ

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად სათათბიროდ გავიდნენ.

როგორც საქმის პროკურორი, ზაზა დათუკიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი ვერდიქტის მოლოდინი აქვს.

„ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა მალხაზ კობაურის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გასულია ვერდიქტის გამოსატანად. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარემ დღეს კიდევ ერთხელ შეაფასა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ, რომ აღნიშნული დანაშაული მალხაზ კობაურის მიერ არის ჩადენილი, ბუნებრივია, ამ საქმეზე ერთადერთი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს, რაც გამამტყუნებელი ვერდიქტია", - განაცხადა დათუკიშვილმა.

თავის მხრივ, კობაურის ადვოკატები საუბრობენ, რომ საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ არის და რომ მალხაზ კობაური ამ საქმეში მსხვერპლია.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს