მალხაზ კობაურის ადვოკატი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

სმიტების მკვლელობაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მოულოდნელი იყო. მსჯავრდებულის ადვოკატი ნაფიცი მსაჯულების მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ საქმე შეიცავდა პროცესუალურ დარღვევებს, შესაბამისად, დაცვის მხარე აპირებს, მიღებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

„ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის სრული მოულოდნელობა იყო, ვინაიდან ჩვენ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ დასკვნითი სიტყვისთვის წარმოგვეჩინა ბრალდების მხარის ვერსიები, წარმოგვეჩინა ბრალდების მხარის სისუსტეები, რომლებიც გამოძიების ეტაპზე უამრავი არსებობდა, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა, ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს ის ვერსი, ა რა ვერსიასაც ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე აჟღერებდა და სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა გაიზიარა ეს ვერსია.

რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლას, ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ ვერც უარვყოფ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - ის შედეგი დადგა, რასაც დაცვის მხარე არ მოელოდა. დღეს მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, მხოლოდ ვერსიის დონეზე იყო აგებული ბრალდება. ახლა გვრჩება პროცესუალური გზა, რომ გავასაჩივროთ ეს უკანონო გადაწყვეტილება საკასაციო წესით და ვიდაოთ იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რაც არის პროცესუალური დარღვევები და იმედი გვაქვს რომ სააპელაციო პალატა ამ ყოველივეს გულისყურით მოეკიდება. ვფიქრობთ, რომ არსებობს საფუძველი, მინიმუმ ჩვენი საქმე გადაიხედოს, იმიტომ, რომ განვმეორდები - პროცესუალური დარღვევები იყო აღნიოშნულ საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც. მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს