მალხაზ კობაურის და  - უბრალოდ კარგად დადგმული მკვლელობა იყო

სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული მალხაზ კობაურის და თეა კობაური ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს.

„ერთი ადამიანის გარშემო იტრიალეს მთელი ცხრა თვე. როგორ შეიძლება რომ ერთმა ადამიანმა ჩაიდინოს ამხელა დანაშაული, ეს ხომ აბსურდია. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იქ რა მოხდა, არ გვინახავს, მაგრამ როცა ვიცი, როგორი ადამიანია და რისი გამკეთებელია, როგორ უნდა შევიტანოთ ამაში ეჭვი რომ ეს მან გააკეთა. უბრალოდ კარგად დადგმული მკვლელობა იყო, ერთი სიტყვით ყველაფერი კარგად დააწყვეს, სამხილებიც ისე დააკავშირეს, რომ მალხაზი დამნაშავეა და ყველა ღონეს მიმართეს და დაამტკიცეს კიდეც“, - განაცხადა თეა კობაურმა.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც. მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს