პროკურორი - მალხაზ კობაური ბოლომდე ცდილობდა შეცდომაში შეეყვანა გამოძიება და ნაფიცი მსაჯულები - ერთადერთი სასჯელი, რომელსაც ის იმსახურებს, უვადო თავისუფლების აღკვეთაა

მალხაზ კობაურმა არათუ არ აღიარა და არ მოინანია დანაშაული, არამედ ბოლომდე ცდილობდა შეცდომაში შეეყვანა გამოძიება და ნაფიცი მსაჯულები, რათა თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისათვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატიურების ფაქტზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს საქმის პროკურორმა, ზაზა დათუკიშვილმა განუცხადა.

დღევანდელ სხდომაზე, სადაც სასჯელის დანიშვნაზე იმსჯელებენ, ბრალდების მხარე, კობაურისთვის უვადო თავისუფლების შეფარდებას მოითხოვს.

„დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დააფიქსირებს პოზიციას, რომ მსჯავრდებული მალხაზ კობაურისთვის სასჯელის სახით გამოყენებული იქნას უვადო თავისუფლების აღკვეთა, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულმა არათუ არ აღიარა და არ მოინანია აღნიშნული დანაშაული, არამედ ბოლომდე ცდილობდა შეცდომაში შეეყვანა გამოძიება და ნაფიცი მსაჯულები, რათა თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, ერთადერთი სასჯელი, რომელსაც ის იმსახურებს, უვადო თავისუფლების აღკვეთაა. იმედი გვაქვს, სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და მაჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უქნება უვადო თავისუფლების აღკვეთა", -განაცხადა დათუკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4- საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს