პროკურორი - კობაურის მიმართ ადეკვატური სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთაა - მის მიერ ჩადენილი საზარელი დანაშაული შეუწყნარებელია

ასეთი საზარელი დანაშაული ყოვლად შეუწყნარებელია. შესაბამისად, კობაურის მიმართ ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთაა, - ასე გამოეხმაურა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურორი ზაზა დათუკიშვილი.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატირების ფაქტზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

როგორც დათუკიშვილი განმარტავს, დანაშაულის მოტივი ყოვლად შეუწყნარებელია.

"ბრალდების მხარემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა პოზიცია, რომ მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს სასჯელის სახით უნდა განსაზღვროდა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარემ დაასაბუთა აღნიშნული სასჯელის ადეკვატურობა. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სახეზე გვაქვს საზარელი დანაშაული, მოკლულია ოჯახის სამი წევრი, მათ შორის, 4 წლის მცირეწლოვანი ბავშვი. დანაშაულის მოტივი ყოვლად შეუწყნარებელი და გაუგონარია. ასეთი საზარელი დანაშაული ყოვლად შეუწყნარებელია.

ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, არათუ არ აღიარა და არ მოინანია დანაშაული, ის ბოლო წუთამდე და ბოლო ეტაპამდე ცდილობდა სასამართლოს, ნაფიცი მსაჯულების შეცდომაში შეყვანას. მოცემულ შემთხვევაში, მისი ერთადერთი მიზანი, პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან თავის დაღწევა იყო. მოცემულ შემთხვევაში, ერთადერთი ადეკვატური სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა იყო. ბუნებრივია, სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და თავადაც იმსჯელა, დაასაბუთა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთადერთი ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთაა", -განაცხადა დათუკიშვილმა.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლოდ გახდა მალხაზ კობაურის დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია