მალხაზ კობაურის ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატიურებაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არათუ ადასტურებდა, არამედ გამორიცხავდა მალხაზ კობაურის ბრალეულობას.

"საქმეში არსებული გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდებოდა და პირიქით, გამოირიცხებოდა ის ბრალდება, რისთვისაც მსჯავრდებულ იქნა მალხაზ კობაური," - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე ელოდებოდა მსგავს განაჩენს სასამართლოს მხრიდან, რადგან ყველა საპროცესო ნორმა დაირღვა საქმის არსებითად განხილვის დროს.

"მოლოდინი გვქონდა რომ მოსამართლე ამ ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ვინაიდან რა საპროცესო ნორმებიც შეიძლება ყოფილიყო დარღვეული საქმის არსებითი განხილვის დროს, დაირღვა", - აღნიშნა მან.

როგორც დაცვის მხარემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, ისინი ერთთვიან ვადაში აპირებენ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

"ჩვენ ვაპირებთ გასაჩივრებას იმ პრინციპების დარღვევისთვის, რომელიც უშუალოდ მოსამართლემ განახორციელა," - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს