მამუკა მდინარაძე - ჩვენ მეტ ადეკვატურობას, მეტ დინამიკას, განვითარების გაცილებით მაღალ ტემპებს მოვითხოვთ მთავრობისგან

ჩვენ მეტ ადეკვატურობას, მეტ დინამიკას, განვითარების გაცილებით მაღალ ტემპებს მოვითხოვთ მთავრობისგან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არის ბევრი გამოწვევა.

„იცით, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები პრაქტიკულად ბოლო 2-3 თვის განმავლობაში რეგიონებში შეხვედრებს მართავდნენ. ძალიან ბევრი შეიძლება მოისმინო ადამიანებისგან, ძალიან ბევრი ისეთი, რომელიც კაბინეტში შეიძლება ადამიანს არ მოგაფიქრდეს.

ძალიან ბევრი გამოწვევაა განვითარების პარალელურად, სოფლებში, რეგონებში, ქალაქებში, დედაქალაქში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მეტ ადეკვატურობას, მეტ დინამიკას, განვითარების გაცილებით მაღალ ტემპებს მოვითხოვთ მთავრობისგან.

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ სიცრუის პროპაგანდა მთავარი ოპოზიციური, სამწუხაროდ, მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველმა გუნდმა პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს