მამუკა არეშიძე - გახარიას კარგი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარების უწყვეტ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს

გახარიას კარგი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარების უწყვეტ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე „ინტერპრესნიუსთან“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენას.

„ჩემთვის გიორგი გახარიას კანდიდატურა მისაღები იყო. მე ვთვლი, რომ გახარიას კარგი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარების უწყვეტ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს“, - აღნიშნა არეშიძემ.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დაყენებას, ექსპერტმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, ვინაიდან მისი ინფორმაციით, შს მინისტრის პოსტი უნდა დაეკავებინა.

„ჩემთვის, ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის კანდიდატად დანიშვნის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მე ვიცოდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ასეთი ინფორმაცია გამოვიდა გუშინ. დანარჩენის თანამდებობის ცვლილების თაობაზე საერთოდ არ მსმენია“, - განაცხადა არეშიძემ.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. ხოლო ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს