სერგი კაპანაძე - გახარია, ნაცვლად იმისა, რომ სახლში გაეშვათ, დააწინაურეს - არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ უსამართლობას და ძალადობას

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის სასესიო დარბაზში დაბრუნებას დღეს აღარ აპირებს, სამომავლო გეგმებზე კი, გუნდის შიგნით იქნება მსჯელობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სასესიო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

დეპუტატის თქმით, საზოგადოება არ შეეგუება გახარიას გაპრემიერებას და შესაბამისი ნაბიჯები დაიგეგმება.

„ივანიშვილმა, რომელიც სრულიად არის მოწყვეტილი რეალობას, დღეს დანიშნა პრემიერად გახარია. ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ახალგაზრდების თვალების დათხრასთან. გახარია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ სახლში გაეშვათ, დააწინაურეს. ბუნებრივია, ამას მოჰყვება პროტესტი როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტის შიგნით პოლიტიკური ძალების მხრიდან. ერთ-ერთი გზა გამოვიყენეთ დღეს და ვაჩვენეთ, როგორც უმრავლესობას, ასევე საზოგადოებას, რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ ძალიან დიდ უსამართლობას და ძალადობას ქართველ ხალხზე. დღეს პარლამენტში აღარ შევალთ და რაც შეეხება მომდევნო ნაბიჯებს, გვექნება თათბირი და გადავწყვეტთ“,- განაცხადა კაპანაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს