ირაკლი კობახიძე - ახალ მთავრობას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება

ბუნებრივია ოპოზიცია ასეთ განცხადებებს გააკეთებს, ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია, - ასე პასუხობს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამთავრობო ცვლილებებზე, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.

„გადაწყვეტილება მიიღო პარტიამ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ და პრემიერის პოსტზე გახარიას წარდგენაზე. აქედან გამომდინარე მყისიერად დაიწყება პროცედურები პარლამენტში და ახალ მთავრობას მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება პოლიტიკურ ბრძოლას, ბუნებრივია ოპოზიცია ასეთ განცხადებებს გააკეთებს, ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია",- აღნიშნა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს