ნიკა გვარამიას ადვოკატი - სამართლებრივი მხარე ამ საქმეს ფიზიკურად არ გააჩნია, ხელისუფლება პროკურატურის მეშვეობით ცდილობს "მთავარი არხის" განეიტრალებას

სამართლებრივი მხარე ამ საქმეს ფიზიკურად არ გააჩნია, ხელისუფლება პროკურატურის მეშვეობით ცდილობს "მთავარი არხის" განეიტრალებას - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.

საძაგლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ორი მიზეზი აქვს, ერთი, რომ ხელი შეუშალოს "მთავარი არხის" მაუწყებლობას და მეორე - "რუსთავი2"- ის გაკოტრება ნიკა გვარამიას დააბრალონ. საძაგლიშვილის თქმით, ხელისუფლებას ორივე მიზანი შეუსრულებელი დარჩება.

„სამართლებრივი მხარე ამ საქმეს ფიზიკურად არ გააჩნია, ხელისუფლება პროკურატურის მეშვეობით ცდილობს "მთავარი არხის" განეიტრალებას. როგორც ჩანს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ თუ გვარამიას ბრალს დაუმძიმებენ და მოგვიანებით დააკავებენ, ამით ხელს შეუშლიან ახალი არხის ფუნქციონირებას, რაც არც ერთ შემთხვევადი არ მოხდება და მეორე მიზანი შეიძლება იყოს, "რუსთავი2"-ის გაკოტრება, სადაც ხელისუფლებას სჭირდება განტევების ვაცი, რომ თქვას, აი, ნიკა გვარამიას ქმედებების გამო გაკოტრდა არხიო. სინამდვილეში ეს მიზანიც ვერ იქნება მიღწეული, ვინაიდან "რუსთავი 2" ყველაზე წარმატებული იყო ნიკა გვარამიას დირექტორობის დროს, "- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია