პროკურატურა „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართ გირაოს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას მოითხოვს

„რუსთავი 2“-ის საქმეზე „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან ერთად მოითხოვს, რომ ბრალდებულს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

„ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს ბრალდებულ ზურაბ იაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ გირაოს 50 000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, ბრალდებულს აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე“, - განაცხადა გუბელაძემ.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია