„ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს  ზურაბ იაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მას ეკრძალება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე ქვეყნიდან გასვლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლო პროცესზე, პროკურატურამ ზურაბ იაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან ერთად მოითხოვა, რომ ბრალდებულს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოს. დაცვის მხარე კი სასამართლოსგან იაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენას ითხოვდა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 30 სექტემბერს, 14:00 საათზე დაინიშნა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშილს ბრალი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია