ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილის და კახა დამენიას სასამართლო პროცესი 30 სექტემბერს გაიმართება

"რუსთავი 2"- ის საქმე არის ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც არის სამი ბრალდებული, ამიტომ სამივე ბრალდებულის - ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილის და კახა დამენიას სასამართლო პროცესი 30 სექტემბერს ერთად იქნება, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებული „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პროკურორის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დასაბუთებულია და ბრალდებულის სათანადო ქცევას უზრუნველყოფს.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ზურაბ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა 50 000-ლარის ოდენობით და ამავე დროს, მას აეკრძალა საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და ნებართვის გარეშე. მიგვაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და სწორედ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფდა ბრალდებულის სათანადო ქცევას. ეს არის ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც არის სამი ბრალდებული და სამივე ბრალდებულის - ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილის და კახა დამენიას სასამართლო პროცესი იქნება ერთად, 2019 წლის 30 სექტემბერს, 14:00 საათზე", - განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია