ადვოკატი - „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი მართალია და წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელი

დღევანდელ პროცესზე მკაფიოდ ჩანდა, რომ ზურაბ იაშვილი არის მართალი და მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება არ არის დასაბუთებული, - ამის შესახებ რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, თავისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„მთავარია, ყველა ის ოპერაცია, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა კითხვებს სვამს, არის სრულიად გამჭვირვალე, დეკლარირებული, ბიუჯეტში არის ყველა თანხა გადახდილი და არავითარ ფიქტიურ შეთანხმებებს, არავითარ გაყალბებულ ხელშეკრულებებს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ამას საზოგადოებას აუცილებლად ვაჩვენებთ და დღევანდელ პროცესზეც მკაფიოდ ჩანდა, რომ წარდგენილი ბრალდება არ არის სასაბუთებული და ზურაბ იაშვილი არის მართალი. ჩვენ ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია