პროკურორი კახა დამენიასთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებაზე - სწორედ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სწორედ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, - ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორისთვის, კახა დამენიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას პროკურორი ზვიად გუბელაძე.

როგორც გუბელაძე აცხადებს, დამენიას მიმალვის საფრთხეზე საუბარი აბსტრაქტული არ არის.

„რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ის საქართველოში არ იმყოფებოდა და ჩამობრძანდა, ბრალდების მხარე ბრალდებულ კახაბერ დამენიასთან მიმართებაში თავისი ქმედებით ასაბუთებს, რომ მიმალვის საფრთხე აბსტრაქტულ საფრთხეებს არ ეფუძნება. როცა ის თურქეთში იმყოფებოდა სამკურნალოდ, ბრალდების მხარემ სრულად გაიზიარა, რომ ეს მისი ქმედება საგამოძიებო ორგანოსათვის თავის არიდების მიზნით წასვლა არ ყოფილა. გავითვალისწინეთ, რომ ნამდვილად სამკურნალოდ იმყოფებოდა. თავი შევიკავეთ, იმ მომენტში შუამდგომლობით მიგვემართა სასამართლოსთვის, როცა ამის სრული უფლება გქვონდა. მის ჩამოსვლას დაველოდეთ. მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სრულად ასაბუთებს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საფუძველს", - აცხადებს გუბელაძე.

მისივე განმარტებით, საქმეში როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე დოკუმენტებია, რომელზეც ბრალდებულის ხელმოწერაა.

„სასამართლოში წარმოდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ნამდვილად ასაბუთებდა კახებრ დამენიას მხრიდან დანაშაულის ჩადენას. ეს არის მოწმეების ჩვენებები, ასევე დოკუმენტები, რომელთაც თავად კახებრ დამენია აწერს ხელს და რომლითაც ნამდვილად დასტურდება, რომ იმ დროს ყოფილმა ფინანსურმა და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა "ინტერმედია პლისუსისგან" მოითხოვეს იმაზე ბევრად ნაკლები თანხა, ვიდრე ეკუთვნოდა „რუსთავი2"-ს. ეს ზოგ შემთხვევაში, საერთო ჯამში, მისაღები ქონების 40%-ია, ზოგ შემთხვევაში, 42% და ა.შ. როცა სხვა დროს, 90%-ს და მეტს ითხოვდნენ", - განაცხადა გუბელაძემ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ბრალდებულ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია