პაატა სალია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მხრიდან „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყებაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სარჩელს გაეცნობა

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მხრიდან „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლო დავის დაწყებაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სარჩელის შინაარს გაეცნობა. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მას რაიმე სამართლებრივი კვალიფიციური კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

„მე არ ვიცი სარჩელის შინაარსი, შესაბამისად ახლა რამე კვალიფიციური სამართლებრივი კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც სარჩელის შინაარსი მეცოდინება, ალბათ, ამის შემდგომ გავაკეთებ კომენტარებს. მე არც ის ვიცი, ჩვენ ვართ თუ არა მხარე ამ დავის. რაც შეეხება ზოგადად შანსებს ამ საქმესთან დაკავშირებით, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“,-განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ წევრის, იურისტის კახა კოჟორიძის ინფორმაციით, .ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლოს მიმართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კოჟორიძემ განუცხადა, საქმეში მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება, ასევე მოპასუხე მხარედ სარჩელში დაფიქსირებულია პაატა კარსანიძეც, რომელმაც 2004 წელს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი იყიდა და იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს დაუთმო.შესაბამის სარჩელს კოჟორიძე, აქიმიძე და დვალი 17 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია