ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1113-ს მიაღწია

ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად, კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1113-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა საერთო ჯამში 44 600-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებული 4 740 პაციენტი კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამასთანავე, ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან უხანის პროვინციაში დამატებით 20 000-მდე მედპერსონალი გაიგზავნა და მათ უახლოეს დღეებში მედიკოსთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეუერთდება.

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ 11 თებერვალს მირებული გადაწყვეტილებით, ახალ კორონავირუსს ოფიციალური სახელწოდება - COVID-19 მიანიჭეს.

იხილეთ ვიდეო: ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლის რაოდენობა 1113-მდე გაიზარდა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს