ზურაბ თოდუა მიხეილ კალანდიას საქმის მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის დაწყების მოთხოვნით იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს საჩივრით მიმართავს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა კალანდიას საქმის მოსამართლის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის დაწყების მოთხოვნით იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორთან საჩივარს შეიტანს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ თოდუამ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, საჩივარს ხვალ, 11:00 საათზე შეიტანს.

„ხვალ, 2020 წლის 05 მარტს, 11:00 საათზე, იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორთან შემაქვს საჩივარი მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის დაწყების მოთხოვნით. საფუძველი - მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი მიხეილ კალანდიას საქმის განხილვისას სისტემატიურად იყენებს მობილურ ტელეფონს და ერთობა სოციალურ ქსელებით“, - აცხადებს თოდუა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს