ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის საჭიროება - BTU AI კვლევის ანგარიშს წარადგენს

ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებში, ეროვნული გეგმის არსებობის საჭიროება და საერთაშორისო გამოცდილება, რომლის გათვალისწინებით საქართველოში შესაძლებელია აღნიშნული პროცესის დაწყება – ეს მცირე ნაწილია იმ საკითხებისა, რომელიც BTU AI-ს ინიციატივის ფარგლებში გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში არის განხილული.

ანგარიშის თანახმად, სტრატეგიის შემუშავებისთვის პირველ ეტაპზე საკანონმდებლო ბაზა და ეთიკის ნორმების მარეგულირებელი პროცედურის დაწყებაა საჭირო. საქართველოს შეუძლია გახდეს საერთაშორისო კოალიციის წევრი და სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად მოახდინოს სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება. ამ პროცესში, მაღალია AI კვლევითი ცენტრების როლი და იმ ორგანიზაციების ჩართულობა, რომელიც აღნიშნულ სექტორში ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივას. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სხვადასხვა სექტორში, არა მხოლოდ გაზრდის მათ ეფექტიანობას, არამედ უზრუნველყოფს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე, ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ინდუსტრიების განვითარებას, კადრების გადამზადებას დასაქმების ახალი ბაზრებისთვის, ინკლუზიურ განათლებას და ეკონომიკას, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორების ციფრულ ტრანსფორმაციას. ეროვნული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება შესაბამისი ფონდების გააქტიურებას, ინვესტირებას და პროცესების მართვას საჭიროებს, რაც დეტალურად არის წარმოდგენილ ანგარიშში განხილული.

BTU-AI-ს დამფუძნებელი და BTU-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ უნივერსიტეტი მზადაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან, იმისთვის რომ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება დაიწყოს.

,,BTU-AI სხვადასხვა სექტორში ფუნდამენტური, მაღალტექნოლოგიური ცვლილების ინიცირებისთვის შეიქმნა. ეს არის რეგიონის მასშტაბით პირველი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინდუსტრიაში ინტეგრირებას უწყობს ხელს. აღნიშნულ ინიციატივას ემსახურება BTU-ს სივრცეში არსებული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, კვლევითი ცენტრი და სხვა რესურსები. მოხარული ვართ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მასშტაბური კვლევა განხორციელდა და ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო ეტაპები სწორედ BTU-ში შემუშავდა,’’ - აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

კვლევა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის მხარდაჭერითა და ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაციასთან AI Georgia თანამშრომლობით განხორციელდა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია