ხათუნა ლაგაზიძე - „ქართული ოცნების“ ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები გაფერმკრთალდა

მივმართავ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მოეკითხოს ყველა იმ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, რომელმაც ფეხებზე დაიკიდა დავით გარეჯის საკითხი და ყურადღება არ მიაქცია ამდენი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ პოლიტიკის ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმე 6-7 წლის განმავლობაში მიმდინარეობს და ახლა ამ საკითხის წარმოჩენა წინასაარჩევნოდ მოხდა, რადგან „ქართულ ოცნებას“ არჩევნების ეშინია.

„დავით გარეჯის საქმე არის საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო-ჰიბრიდული ომის ნაწილი. უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ იმით, დადგა თუ არა შედეგი, როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, ამ ასე ვთქვათ, სახელმწიფო ღალატის შედეგად?! შედეგი რა შეიძლება ყოფილიყო? გარეჯის მიწა გაიყიდა, საზღვარი გაივლო და ის სადავო ნაწილი მოხდა აზერბაიჯანის მხარეს, ხომ?! მსგავსი რამ მოხდა? - არა, არ მომხდარა. ამ საქმეში არის უამრავი კითხვა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ მეტყველებს. გუშინ ბერმა კირიონმა თქვა, რომ დავით გარეჯის საკითხით მიადგა ირაკლი ღარიბაშვილს, როცა ის პრემიერი იყო, გიორგი კვირიკაშვილს და ასევე, მამუკა ბახტაძეს და ამ საკითხზე ყურადღება არავინ გაამახვილა. მაშინ არ იყო დავით გარეჯი ჩვენი თვითმყოფადობის, კულტურის და იდენტობის ნაწილი?! მაშინ რატომ არ ანაღვლებდა „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხის გადაჭრა?! აქ ორი პასუხია - ერთ შემთხვევაში არადამაჯერებლად მიიჩნიეს მაშინ ბერი კირიონის არგუმენტები და ან მოერიდენ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გართულებას, თუ მაშინ არ იყო დამაჯერებელი და ბერი კირიონი ფანტომებს იყო აყოლილი, დღეს რატომ გახდა დამაჯერებელი, იმიტომ რომ არჩევნები აქვთ მოსაგები?! „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყოს მოკვლევა საკუთარ მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც ამ საკითხით სათანადოდ არ დაინტერესდნენ. აქამდე რატომ არ დაინტერესდა „ქართული ოცნება“ ამ თემით, იმიტომ, რომ არჩევნებს ელოდნენ?! რატომ ვერ ხვდება „ქართული ოცნება“, რომ ეს დღეს მისი კომპრომატია, ეს ათვალსაჩინოებს იმას, რომ „ოცნებას“ არჩევნების ეშინია“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ექსპერტის შეფასებით, გაფერმკრთალდა „ქართული ოცნების“ ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები.

როგორც, ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა, ხელისუფლება თავისი „პროპაგანდისტული მანქანით“ ცდილობს ხალხს დაანახოს, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი მოღალატეა.

„ხელისუფლება ხვდება, რომ „ნაციონალური მონსტრის“ სინდრომი ამ არჩევნებში მის გამარჯვებას ვერ უზრუნველყოფს. ხელისუფლება, რომ აცნობიერებს თავის გარდაუვალ წაგებას არჩევნებში, ამიტომ მან ნახა ეს ახალი თემა და თან იცოდა ამაზე წამოეკიდებოდა მთელი ოპოზიციური სპექტრი, ანუ ამ უსამართლობას ხელისუფლებას არავინ გაუტარებდა... ახლა მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთ ხმად ამტკიცებს, რომ ჯერ ერთი, ეს არის წინასაარჩევნოდ გამოგდებული თემა და მეორე სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ხელისუფლებამ მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანა მომართა, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი მოღალატეა, მთელი ოპოზიციური სპექტრი მზად არის გადასცეს დავით გარეჯი. პირადად ჩემი სახელით და ჩემი თაობის სახელით ვამბობ, „კარგად გამოირეცხონ პირი“, სანამ ვინმეს ბრალდებას წამოიყენებენ მაშინ, როცა ისინი მილიონობით და მილიარდობით ფულს აკეთებდნენ რუსეთში, მე და ჩემი თაობის წარმომადგენლები დავით გარეჯს ვიცავდით და ხვალ და ზეგ თუ დასჭირდა ქვეყანას, გავალთ და დავიცავთ და ისინი იქნებიან სწორედ პირველები, რომლებიც პირველივე შესაძლებლობაზე გაყიდიან ქვეყანას და ყიდიან უკვე“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია