სოფო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს

სოფო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი გახდა.

„არჩევნებში საქართველოს კანდიდატმა 125 ხმა მიიღო. კომიტეტის წევრთა არჩევნები გაიმართა 24 ნოემბერს, ნიუ-იორკში კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის ფარგლებში. სოფო კილაძე კომიტეტში უფლებამოსილებას 4 წლის ვადით, 2021-2024 პერიოდში შეასრულებს. ბავშვის უფლებათა კომიტეტი წარმოადგენს 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარ ორგანოს, რომელიც მონიტორინგს უწევს წევრი სახელმწიფოების მიერ გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს