ირმა ნადირაშვილი - ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელოში გაკეთებული ჩანაწერი არ არის აუცილებელი იმის დასადასტურებლად, რომ კობახიძე აზრებს იცვლის - ის გადაწყვეტილებას კონიუქტურის შესაბამისად იღებს

ირაკლი კობახიძე თანმიმდევრული არ არის, მას გამოკვეთილი აზრები არ აქვს, ის ჩვეულებრივად მიჰყვება იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჩასძახებს, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელოში გაკეთებული ჩანაწერი, სადაც ნათქვამია, რომ ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ოპოზიციურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსება მოუხსნას.

ნადირაშვილის თქმით, ეს ჩანაწერი არ არის აუცილებელი იმის დასადასტურებლად, რომ ირაკლი კობახიძე აზრებს ადვილად იცვლის.

„ის გადაწყვეტილებას კონიუქტურის შესაბამისად იღებს, 2008 წელს სჭირდებოდა და ასეთი ჩანაწერი გააკეთა, ახლა მიიჩნევს, რომ ბოიკოტი დაფინანსების მოხსნას ნიშნავს. რასაკვირველია, კობახიძე თანმიმდევრული არ არის, მას გამოკვეთილი აზრები არ აქვს, ის ჩვეულებრივად მიჰყვება იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჩასძახებს.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია